ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის მიერ “ფეისბუქზე” გამოთქმულ მოსაზრებებს პასუხობს.
ჩიხლაძე, რომელიც მთავარმა ინფეციონისტმა თავის პოსტში მოიხსენია მმართველ გუნდს მიმართავს. ის ირაკლი კობახიძეს სთხოვს, რომ თენგიზ ცერცვაძე პოლიტსაბჭოში მიიღონ.
“მივმართავ “ქართულ ოცნებას”, ირაკლი კობახიძეს: მიიღეთ ეს ადამიანი პოლიტსაბჭოში და დავისვენებთ ჩვენც, თვითონაც დაისვენებთ და ყველამ, შესაძლოა, მეტი სარგებელი ვნახოთ ბატონი თენგიზის გაწევრიანებით პოლიტსაბჭოპში”, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერვაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა. მან “მავნებლები” უწოდებს იმ ექსპერტებს, რომლებსაც მისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ კოვიდპანდემიის კონტერქსტში ხელისუფლების მხრიდან გასატარებელი ზომების შესახებ.

