ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მუდმივი წნეხი იქნება რუსეთზე, პირობას გაძლევთ” – დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძის პატიმრობაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის უკანონოდ 12 წლიან უკანონო პატიმრობას გამოეხმაურა.

ზალკალინი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო პროვოკაციად აფასებს.

ამასთან, მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან ეს არის მცდელობა, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

“მუდმივი წნეხი იქნება მათზე, მე ამის პირობას გაძლევთ, ყველა ფორუმზე და ყველა ფორმატში, რომელშიც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს და რომელსაც მივმართავდით ჩვენ წინა მსგავსი, უკანონო ქმედებების დროს. ეს არის რა თქმა უნდა პროვოკაცია და მცდელობა, რომ ეს დესტრუქციული ელემენტი შემოიტანონ, როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ასევე გახადონ ის საქართველოზე ზეწოლის ერთგვარ ინსტრუმენტად, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გავლილი არის. ჩვენ არაერთი მსგავსი მაგალითი გვინახავს ამის და ვიცით, რა ხერხებით დავუპირისპირდეთ და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მე ამის პირობას გაძლევთ,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს კარლ ჰარცელიც. დიპლომატი უკანონოს უწოდებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეს თორმეტი წლით და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ზაზა გახელაძეს, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და თვეები უკანონო პატიმრობაში ყავდათ 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

იტვირთბა....