საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 11 ადამიანი გარდაიცვლა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 269-ს მიაღწია. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 569 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ხოლო ჯამში კოვიდ ინფექციისგან 252 815-მდე პაციენტი განიკურნა.
შეგახსნებთ, დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.