საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ვებ-გვერდის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 569 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ხოლო ჯამში კოვიდ ინფექციისგან 252 815-მდე პაციენტი განიკურნა.
ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 11 ადამიანი გარდაიცვლა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 269-ს მიაღწია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 602 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი. ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი.
სულ 6 ოქტომბრიდან – 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 566 პირი.