ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თურქეთის პრემიერმა სომხეთს მოუწოდა გაათავისუფლოს ტეროტორიები, რომელიც მას არ ეკუთვნის

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ მოუწოდა სომხეთს გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრული გათავისუფლება“ – აცხადებს დავუთოღლუ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება, სანამ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.

შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი ყარაბაღის გამო 1994 წელს შეწყდა. მას შემდეგ ყარაბაღის გაყინული კონფლიქტია და  რეგიონში დესტაბილიზაციის  წყაროს წარმოადგენს.

 

 

იტვირთბა....