ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პაპკაზე” დავწერე: – არ შეგეშინდეს, კარგად იქნები!” – მომღერალი საზოგადოებას “თვითფრინავის ბიჭების” დღემდე უცნობ ისტორიას უყვება

მომღერალი, აჩიკო მეფარიძე გადაცემა “მხოლოდ ლელასთან” საზოგადოებისთვია აქმადე უცნობ ისტორიას იხსენებს.

კერძოდ, მომღერალმა გადაცემაში 22 წლის წინ თავს გადამხდარი ისტორიის დეტალებზე ისაუბრა.

მეფარიძემ ციხის საავადმყოფოში ექიმად მუშაობის პერიდზე საუბრისას “თვითფრინავების ბიჭების” აქამდე უცნობი ისტორია მოჰყვა.

“ეს ამბავი არასოდეს გამიჟღერებია. ერთ-ერთი ჩემი მო­რი­გე­ო­ბის დროს, გამ­თე­ნი­ი­სას, მოჰ­ყავთ პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც ყე­ლის არე­შია ტყვი­ით დაჭ­რი­ლი, სა­დაც ტრა­ქე­აა იქ. მოყ­ვე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი – უშიშ­რო­ე­ბა და ა.შ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს იყო სოსო წე­რე­თე­ლი.

მო­იყ­ვა­ნეს აე­რო­პორ­ტი­დან “თვითმფრი­ნა­ვის ხალ­ხი” – გეგა კო­ბა­ხი­ძე, ზუს­ტად იმ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, როცა მოხ­და გა­ტა­ცე­ბა. მე მახ­სოვს, რომ გეგა ფეხ­შიშ­ვე­ლი იყო, ფეხ­საც­მლის გა­რე­შე. მას არა­ფე­რი ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.

შემ­დეგ შე­მო­იყ­ვა­ნეს უფ­რო­სი ივე­რი­ე­ლი, რო­მე­ლიც გულ-მკერ­დის არე­ში იყო დაჭ­რი­ლი, მას დას­ჭირ­და ოპე­რა­ცია. ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი მოვიდა და გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია, გა­და­ვარ­ჩი­ნეთ. თუმ­ცა, წე­რეთ­ლის შემ­თხვე­ვა­ში არ მოგ­ვცეს ტრა­ქე­ოს­ტო­მი­ის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან ის სა­უბ­რობ­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად იყო, ტყვია კი ჰქონ­და გა­ჩხე­რი­ლი ხერ­ხე­მალ­თან.

გეგა კო­ბა­ხი­ძე პირ­და­პირ გა­და­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში, შემ­დეგ წე­რე­თე­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს, კახა ივე­რი­ელს გა­ვუ­კე­თეთ ოპე­რა­ცია და ისიც წა­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ში. სხვას არა­ვის აკა­რებ­დნენ, მარ­ტო მე და ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გეს გვქონ­და ამ პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის, გა­დახ­ვე­ვის და ა.შ უფ­ლე­ბა.

ეს ამბავი არც ჩემი გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გემ არ იცის: მე მქონ­და პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც იდო “პა­პ­კა­ში”. შევ­დი­ო­დი ცი­ხის კა­მე­რა­ში თვითმფრი­ნა­ვის გამ­ტა­ცე­ბელ­თან და ვი­ცო­დი, რომ არის მიკრო­ფო­ნე­ბი, მის­მე­ნენ, ვერც თვა­ლით, ვერც ხე­ლით ვე­რა­ფერს მა­ნიშ­ნებ… მაგ­რამ, ბავ­შვი ვი­ყა­ვი მა­ინც, 21 წლის, ამ “პა­პ­კა­ზე” დავ­წე­რე უკ­ნი­დან: არ შე­გე­შინ­დეს, შენ კარ­გად იქ­ნე­ბი! და ეს და­ვა­ნა­ხე… მო­სა­ყო­ლად იო­ლია, მაგ­რამ ამის შემ­დეგ რა მოვ­ლე­ნე­ბიც გან­ვი­თარ­და და რი­თიც დას­რულ­და… ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა ამ­დე­ნი რა­მით ცხოვ­რობ ადა­მი­ა­ნი…” – თქვა აჩი მეფარიძემ გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან”.

იტვირთბა....