ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“იმედის ეთერში ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად ტელემარათონი გამართეთ” – მელია მმართველ გუნდს მიმართავს

“ნაცმოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
აღნშნული მიმართვით ნიკა მელია “ქართულ ოცნებას ეხმიანება, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთვაცაზობთ.
“მივმართავ „ქართული ოცნებას“ – ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით: იმედის ეთერში ტელემარათონი გამართეთ – „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად “. სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ ბოლომდე უსუსურები ხართ!
პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანებიოცნების დეპუტატებმა შეიტანონ, ლაშა ნაცვლიშვილსაც გააგებინეთ, ეგ თუ არა, მასში არსებული ბიძინა მაინც გაიღებს თანხას.” – წერს მელია.

შეგახსენებთ, ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 2019 წლის 25 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით.

დღეს, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაში გირაოს გადაუხდელობის გამო დაიბარეს. მას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით, ერთკვირიანი ვადა მიეცემა.

იტვირთბა....