ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება” – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს

რამდენიმე საათია რაც გოდერძის უღელტეხილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. – აღნიშნულთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უკვე შვიდი საათია, დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე მყოფი ავტომობილები ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას და ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება.

ადგილზე მისული სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ზემოთ ხსენებულ ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ საბუქსირე საშუალებით დახმარება გაეწია რვა ავტომობილს, რომლებმაც უკვე გააგრძელეს სვლა. ორი ავტომობილის მგზავრები სამაშველო ჯგუფის მიერ გადაყვანილ და დაბინავებულ იქნა უახლოეს სასტუმროში უსაფრთხოდ. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები კიდევ ხუთ ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში“, – აცხადებენ უწყებაში.

ამავე თემაზე იხილეთ

იტვირთბა....