რამდენიმე საათია რაც გოდერძის უღელტეხილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. – ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
როგორც ვიდეოდან ირკვევა სამაშველო ბრიგადას უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილი მოქალაქეები გამოჰყავთ.
ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია ჩარჩენილი უღელტეხილზე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით კი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს და არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, უწყება მომხდართან დაკავშირების ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებიით გაავრცელებს.
იხ: ვიდეო: