ექვსი ევროპარლამენტი საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სახელზე ღია წერილს ავრცელებენ.
ევროპარლამენტარები, კერძოდ, ვიოლა ფონ, კრამონი სვენ მიქსერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, მიხაელ გალერი და პეტრას ოსტრავიჩიუსი წერილს კრამონის ოფიციალურ გვერდზე ანთავსებენ.
როგორც გავრცელებულ წერილში ვკიტხულობთ, ევროპარლამენტარები თალაკვაძისთვის გაგზავნილ წერილში პარლამენტში ადამიანის პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას. სავარაუდოდ, ისინი თეა წულუკიანის მიერ საჯარო ტრიბუნიდან ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გამოცხადების ფაქტს გულისხმობენ.
„ამის გათვალისწინებით, სამწუხაროა, ძალიან უსიამოვნოა და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა თქვენი დაწესებულების კედლებში. თანაბრად სამწუხაროა და უბრალოდ ცუდი ტონია, როდესაც ევროკავშირის ელჩის მიერ მოვლენების ზუსტ შეფასებას თქვენი კოლეგების მხრიდან მოყვება ახსნა-განმარტების მოთხოვნა.
ელჩი ჰარცელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში არ ზოგავდა ძალისხმევას, რათა საქართველოს ჰქონოდა მოქმედი, პლურალისტური და დემოკრატიული პარლამენტი, არ გამოხატავს მხოლოდ „თავის პირად აზრს”, არამედ გამოხატავს ევროკავშირის იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლისკენაც, წესით, თვენი ქვეყანაც ისწრაფის”. – ნათქვამია გავრცელებულ წერილში.
ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებთ კი თეა წულუკიანმა ელჩთან შეხვედრის სურვილი გამოთვქა, რადგან დამატებითი განმარტება გაეკეთებინა. ევროკავშირის ელჩი საქართველოში პარლამენტში პირადად წულუკიანის მიწვევით, სწორედ გუშინ გაკეთებული განცხადების თაობაზე მივიდა.