“შეუძლებელია დაიჭირო მელია, რომელსაც ორი დღის წინ ეუბნებოდი, ეხვეწებოდი პარლამენტში შემოდიო. ამიტომ, ხელისუფლება დაიჭერს მელიას და უნდა დამიჭიროს მეც, დაიჭიროს სხვაც. თუ ხელისუფლებას ჰგონია ის, რომ პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ თავის გაწირვა და არავინ გამოჩნდება, ვინც ბოლომდე წავა, ეგრე აღარ გამოვა.”
ნიკა ობოლაძე – “ნაციონალუირ მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ ნიკა ობოლაძემ “დღის ამბებში” ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, პროკურატურაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარე ნიკა მელია შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, თუ მელია დაკისრებულ თანხას არ გადაიხდის, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგამოძიებო უწყებას უკვე უპასუხა და განაცხადა, რომ ის გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.

