“კორონავირუსის პანდემიამ დაადასტურა, რომ პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, განსაკუთრებით საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების,” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ვიცით სწორი დრო. როდესაც ვხედავთ, რომ ვითარება ნორმალურია, ვცდილობთ დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას, ჟანგბადი ჩავასუნთქოთ იმ აქტივობებს და ბიზნესებს, რომელიც ითლება, რომ რისკის მატარებელია სხვა ინდუსტრიასთან შედარებით.
ამიტომ ჩვენ ვერიდებით პროგნოზებისა და გარანტიების მიცემას, არავინ იცის ეს არის საბოლოო გახსნა თუ არა, თუმცა რამდენიმე დამაიმედებელი ფაქტორი სახეზეა. ერთი ის, რომ საზოგადოებამ პირბადის ხმარება ისწავლა და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ. პასუხისმგებლობა უნდა გადავინაწილოთ და ამით ჩვენ დადებითი დინამიკით სვლას შევძლებთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

