“ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული დადებითობის მაჩვენებელი და მოსახლეობა არსებულ პროგრესს უნდა მოუფრთხილდეს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება 21:00 საათის შემდეგ გადაადგილებაზე არსებულ შეზღუდვას, გამყრელიძის განმარტებით, ამ შეზღუდვის მოხსნა ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, მაშინ აღარ გვექნება მესამე ტალღა. მობილობა გაიზრდება სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს გადავსებული ავტობუსები, სჯობს, გარკვეული პერიოდი დაველოდოთ მეორე ავტობუსს, ვიდრე ავიდეთ.
თუ ეპიდსიტუაცია ჩამოვიყვანეთ ისე, როგორც ზაფხულში გვქონდა – 15, 20, 100 შემთხვევა დღეში, მაშინ ამაზეც ვისაუბრებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.