თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ლოლაძემ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავდაცვის სფეროში კორუფციული გარემოს გაუმჯობესების კუთხით საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა და მაღალი დონის კორუფციული რისკის ჯგუფიდან საშუალო რისკის ჯგუფში გადაინაცვლა.
2015 წლის მთავრობის ანტიკორუფციული ინდექსი თავდაცვის სფეროში საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის მიერ გამოქვეყნდა და ც ჯგუფში საქართველოსთან ერთად არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, პოლონეთი.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, ზოგიერთი მაჩვენებლის მიხედვით, როგორიცაა ადამიანურ რესურსებთან და ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები საქართველოს ლიდერი პოზიცია უკავია და ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა თავდაცვის სფეროში მიმდინარე წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული.