ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვიცით, რომ წულუკიანი არ იყო მოხარული ჩემ მიერ გაკეთებული კომენტარებით, ამიტომ მივესალმები შეხვედრას”- ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს პასუხობს, რომელმაც ელჩთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. აღნიშნულით ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა.

ელჩის თქმით, მან, იცის, რომ თეა წულუკიანი არ იყო მოხარული მის მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით, ამიტომ შეხვედრას მიესალმება.

„რისი თქმაც შეხვედრასთან დაკავშირებით შემიძლია, არის ის, რომ მივესალმები შეხვედრას, რადგან ჩემი აზრით, ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა. ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემ მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიციები. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა გაიმართა“, – განაცხადა ჰარცელმა.

ცნობისთვის, კარლ ჰარცელმა თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის გამოცხადებაზე აღნიშნა, რომ უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დაეუფლა. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებთ კი თეა წულუკიანმა ელჩთან შეხვედრის სურვილი გამოთვქა.

იტვირთბა....