ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საჯარო და კერძო ბაღების გახსნა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება.
“შემსუბუქების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ იმას, რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი, ამიტომ ალბათ შევთანხმდებით, რომ ამ ეტაპზე სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაღები, ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება”, – თქვა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობამ შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვლიდან ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. 8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ. სწავლა სასწავლო ოთახებიდან კი 15 თებერვლიდან განახლდება. ასევე, 15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.