რუსეთის საგარეო საქამეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ერთმანეთს ბელგრადში შეხვდნენ. შეხვედრა 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრის დეტალები უცნობია.
„მე შევხვდი მინისტრ ჩავუშოღლუს, რადგან მას ძალიან სურდა ეს შეხვედრა გამართულიყო, თუმცა მისგან ახალი ვერაფერი მოვისმინე“ – შეხვედრის შემდეგ განაცხადა ვალროვმა.
ლავროვის კოლეგამ შეხვედრა მოკლედ თურქული მედიის წარმომადგენლებთან შეაფასა. ჩავუშოღლუს თქმით, კარგია, როცა რუსეთ-თურქეთის წარმომადგენლები პირდაპირ კომუნიკაციას ახერხებენ, იმ ურთიერთბრალდებების შემდეგ, რაც „სუ-24“ ჩამოგდებას მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა, როცა თურქეთმა რუსული ავიაგამანადგურებელი საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჩამოაგდო.