გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელში ქართველი ჟურნალისტის, ლელა კურდღელაშვილის ძველ პოსტს აზიარებს.
ჯანდაცვის ექსპერტი ჟურნალისტის მოსაზრებას თან სახალისო წარწერას ურთავს.
“ვაქცინის შემცვლელი ნაპოვნია, ქართული წარმოების!” – წერს გიორგი ფხაკაძე.
ვაქცინის შემცვლელი ნაპოვნია 😉
ქართული წარმოების 😀
Posted by Giorgi Pkhakadze on ოთხშაბათი, 03 თებერვალი, 2021
საქმე იმაში გახლავთ, რომ ჟურნალისტი, ლელა კურდღელაშვილი გასული წლის აპრილის თვეში სოციალურ ქსელში წერდა: – “ყვავი მოხარშეთ ისე, რომ ორთქლი არ გამოუვიდეს და წვენი დალიეთ! ნუ შეუჭამეთ ტვინი ამ ჩვენს ექიმებს.ან ედნეთ მათ პროტოკოლებს, ან აგერაა რეცეპტი და ფუფალების ვისაც გჯერათ, ხარშეთ ყვავები და მორიელები! ღმერთო, რამდენი ბოროტია ამ ქვეყანაზე, ა?!” – წერდა ლელა კურდღელაშვილი.
აღნიშნულ პოსტთან ერთად ის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვიდეოსაც აქვეყნებდა.
იხ:ვიდეო: