მთავარი ციტატა

“ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სხვას უნდა დაბრალდეს”- მამუკა მდინარაძე ელისაშვილის განცხადებაზე

“ჩვენ ასეთი ბედი გვაქვს. ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სხვას უნდა დაბრალდეს ამის გაკეთება. მივეჩვიეთ უკვე. კონსტიტუცია ჩვენ მივიღეთ, შეთანხმება ჩვენ აღვასრულეთ, საარჩევნო რეფორმა ჩვენ უნდა მივიღოთ, თანხმობა ჩვენ უნდა განვაცხადოთ, დეტალებში ჩვენ უნდა ჩავიდეთ, უნდა ვიმუშავოთ შემდეგ ოპოზიცია იტყვის, რომ მათი დამსახურებაა. ეს ვიცით უკვე, შეგუებულები ვართ, იმათი საქმეა და ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ.”

მამუკა მდინარაძე – “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა ალეკო ელისაშვილის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და ქართულმა ოცნებამ “დაიბრალეს” საარჩევნო რეფორმის განხორციელება, სინამდვილეში კი “ოპოზიციის აქტიურობის დამსახურებაა”.

იტვირთბა....