ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“31 ოქტომბრის არჩევნები ასე რომ ჩაეტარებინათ, არანაირი ბოიკოტი და პროტესტი არ იქნებოდა”- ალეკო ელისაშვილი თალაკვაძეს პასუხობს

პარტია “მოქალაქეების’ ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ოპოზიიცის ბოიკოტს არ ჰქონდა აზრი.

ელისაშვილი აცხადებს, რომ მას პარლამენტში სხდომაზე სიტყვა არ მისცეს, სადაც არჩილ თალაკვაძეს უპასუხებდა, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებთან საუბრისას პასუხობს.

ელისაშვილის თქმით, არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომ ოპოზიციის ბოიკოტს აზრი არ ჰქონდა, სინამდვილეს არ შეესაბამება და მიღწეული შედეგი სწორედაც ბოიკოტის შედეგია.

” არჩილ თალაკვაძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ ბოიკოტს არ ჰქონდა აზრი, როგორც მან თქვა, არც თავიდან ჰქონდა და არც ახლა. მინდოდა, ამაზე რეაქცია მქონოდა და მეპასუხა, ამის საშუალება არ მომეცა. შემდეგ თალაკვაძემ ძალიან ამაყად ჩაიკითხა, მემორანდუმის პუნქტები – არჩევნები რომ თითის ანაბეჭდით ჩატარდება, რომ შრიხკოდი ექნება თითოეულ ბიულეტენს. ეს არის ზუსტად ბოიკოტის დამსახურება. “ქართულ იცნებას” ამის გაკეთება თუ უნდოდა, ხელს ვინ უშლიდა? ვისურვებდი, რომ თალაკვაძე ოპოზიციის მიმართ უფრო კორექტული ყოფილიყო,”- აცხადებს ელისაშვილი.

ელისაშვილის თქმით, “31 ოქტომბრის არჩევნები ასე რომ ჩაეტარებინათ, არანაირი ბოიკოტი და პროტესტი არ იქნებოდა.”

 

 

იტვირთბა....