“რა მაქვს მე მაგათი გასაქილიკელები, რა გაუკეთებიათ ისეთი, რომ ამდენს ბედავენ. ხანდახან მიუთითეთ ხოლმე, გასაბრაზებელია, როდესაც ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც არ ვთვლი, რომ ჩემზე მეტი აქვთ გაკეთებული, მე ხომ თავს არავის ვამეტებ და როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ამბავი.”
დავით ზილფინიანი – “ევროპელი სოციალისტებიs” წევრი
ამის შესახებ დავით ზილფინიანმა “დღის ამბებში” განაცხადა.
აღნიშნულით ზილფინიანი ოპოზიციაში არსებულ კრიტიკას გამოხმაურა, რომელიც ზოგიერთი ოპოზიციონერის პარლამენტში შესვლას მოჰყვა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს პარლამენტის სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ, მათ ნაცვლად პარლამენტში სიის შემდეგი წევრები სევიდნენ, მათ შორის, დავით ზილფინიანი.