ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე წულუკიანზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზი“ – ნიკა გვაარამია

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ მისი ნომრის გამოცხადებას ეხმაურა და აღნიშნავს, რომ იგი ამ ქვეყანაში დევნილია. მისივე თქმით, იგი ყველას უჩივლებს, ვინც ნომერზე მუქარის მესიჯს მისწერს.

„რაც ნომრის გამოცხადება მოხდა, მას შემდეგ 200-ზე მეტი ზარი შემოვიდა. მესიჯებს ვერ ბედავენ, რადგან მუქარაზე ეგრევე ვუჩივლებ ყველა შემთხვევაში და გავყვები ციხემდე, ვინც აპირებს რომ მუქარის მესიჯები წეროს.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, ჩემთვის თეა წულუკიანი არის ადამიანი, რომელსაც სკოლა რომ დაამთავრა მამამ ჯალათის ნაჯახი აჩუქა, თან სულელი. ახლა დაარღვია ყველაფერი რაც შეიძლება. მე ამ ქვეყანაში დევნილი ვარ, რამე უფლება მაქვს საერთოდ? ჩემი ცოლიც კი წულუკიანის განსასჯელი გახდა. რაც უნდა ის ქნას, მე მასზე ჭკვიანი ვარ და ჩემი ცოლი მასზე ლამაზი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისათვის, “ქართული ოცნების” დეპუტატმა თეა წულუკიანმა “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ჰკითხა, თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში რას აკეთებს.

იტვირთბა....