ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა გვარამიას რა პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა თეა წულუკიანმა

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ნომერი საჯაროდ გამოაცხადა. ის ამით ალეკო ელისაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც მისი ნომერი კიდევ ერთხელ თქვა და თქვა რომ მოქალაქეებს ახალ უკვე პარლამენტარის რანგში უპასუხებს:

“ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 *** ***. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ილაპარაკეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? ეს რიტორიკული კითხვა იყო” – განაცხადა წულუკიანმა.

იტვირთბა....