ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა” – გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი უმრავლეოსობის დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ მისი ტელეფონის ნომრის გასაჯაროვებას პოლიტიკური დევნის მორიგ მტკიცებულებად მიიჩნევს. ის სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და საელჩოებს მიმართავს. ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

“ახლა გასაგებია, რატომ განახლდა მხოლოდ ჩემი პროცესი და რატომ ეჩქარებათ ჩემი იზოლაცია – როგორც აღმოჩნდა, მე არ ვუშვებ ოპოზიციას პარლამენტში, აი, ასე, მონებად მყავს. ასე გონია თავად მონას და სხვარიგად არ ძალუძს. რა შესანიშნავია ხოლმე ქალბატონი წულუკიანი თავის უკიდეგანო სიშტერეში.

ნინო ლომჯარია, უფლებრივად რამდენად სწორია ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვება, ასევე რამდენადაა ეს მორიგი მტკიცებულება ჩემი პოლიტიკური დევნის, თქვენ გადაწყვიტეთ.

P.S. ფასილიტატორებს ჩემი მოკითხვა. ასევე ცნობად, დღეს სამზე პროცესი მაქვს და ერთი საათით ადრე ბუკვალურად არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ბოლო 10 წთ 50-მდე უცნობი ზარი შემომივიდა და ახლაც გრძელდება”,– წერს ნიკა გვარამია.

ცნობისათვის, “ქართული ოცნების” დეპუტატმა თეა წულუკიანმა “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი მისცა და ჰკითხა, თუ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, პარლამენტში რას აკეთებს.

იტვირთბა....