ქართული ოცნების დეპუტატი ელისო კილაძე ოპოზიციის დეპუტატების მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულკითხვაზე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ის პიანისტია და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ნუ მოსთსვენ.
დეპუტატის თქმით, ის პოლიტსაბჭოს პარტიულ შეხვედრებს არ დასწრებია და ქართული ოცნების ოფისში კონსულტაციაზე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მივიდა.
“თქვენ იცით, მე რომ პიანისტი ვარ? ხომ იცით. მუსიკოსი ხომ ვარ. მე მაქვს ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი სფერო, რომლისთვისაც ჩამოვედი საქართველოში, ოცნებაში იმიტომ მოვედი, რომ უნდა გავაკეთო ის საქმე, რაც მე მევალება.
უნდა გავეცნო სიტუაციას, მე არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული, საერთოდ, მინდა გაიგოთ, რომ მე ვარ კულტურის წარმომადგენელი და პოლიტიკურ განცხადებებს მე ნუ [მომთხოვთ]… ჯერ უნდა გავეცნო სიტუაციას, შევჯერდეთ და მერე ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის ინტერესებით”. – ამბობს ბოლქვაძე ოპოზიციის მანდატების შეწყვეტის თემაზე.,”- აცხადებს ელისო ბოლქვაძე.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს. მმართველმა გუნდმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა და ოპოზიციურ სპექტრს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.
2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა, სადაც 51 ოპოზიციონერისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა საკითხი უკან გამოიტანეს.
ამასთან, პირველ თებერვალს მიმართვა გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციას მოუწოდა “დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს”, ხოლო, უმრავლესობას მოუწოდა, “არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”.