ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მელაშვილი უფრო მსხვერპლი მგონია, ხელისუფლების მისდამი მიყენებული მუხლი კი პროპაგანდა”- არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ე..წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულის ივერი მელაშვილის მიმართ საზოგადოების ნაწილში ბოლო დროს გაჩენილ კრიტიკას ეხმიანება.

გამზარდია მიიჩნევს, რომ ივერი მელაშვილის მიერ დაფიქსირებული პოზიციების მიუხედავად, ის სახელმწიფოს მსხვეპლია.

“მელაშვილი, ჯერჯერობით, მე მაინც უფრო მსხვერპლი მგონია, ვიდრე დამნაშავე და ხელისუფლების მისდამი მიყენებული მუხლი პროპაგანდა და არა არსი, მაგრამ მის ბოლო ინცინდენტში მე თავდასხმა ვერ დავინახე.

მოქალაქე, ჩემი აზრით, მცდარად და არასწორი ადრესატობით, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების მიღებულ ნორმაში ჩაჯდა. ბევრად უარესი მინახავს სამოქალაქო აქტივობებით, რასაც თვითგამოხატვის თავისუფლების კვალიფიკაციას აძლევდნენ ჩემზე უფრო კვალიფიციური სპეციალისტები.

სწორია თუ არასწორი, ეთიკურია თუ არაეთიკური და ა.შ. ეს სხვა თემაა,”- წერს არჩილ გამზარდია.

ცნობისთვის, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, საზოგადოების ნაწილი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილოჩოვას მიმართ კრიტიკულად განეწყო.

ამასთან, ოირველ თებერვალს ივერი მელაშვილს მაღაზია “ალტა ოქეში” თავს დაესხნენერთ-ერთმა მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას მოღალატე უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა.

იტვირთბა....