ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) “ხალხნო, თქვენ ჭკუაზე ხართ?!” – მსოფლიოში ეკონომიკას დედა აღარა ჰყავს და თქვენ ეკონომიკის აყვავებაზე ფიქრობთ” – გიორგი ფხაკაძე

“ამ პანდემიის დროს, მსოფლიოში ეკონომიკას დედა აღარა ჰყავს , არც მამა, არც ბებია და ბაბუა…ამ დროს საქართველოში ფიქრობენ ეკონომიკის აყვავებაზე. – ხალხნო, თქვენ ჭკუაზე ხართ?!” – აღნიშნულ განცხადებას გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აკეთებს.

როგორც ჯანდაცვის ექსპერტი ვიდეომიმართავში ამბობს, ქვეყანა ვაქცინაციის დაწყების პროცესს სრულიად მომზადებული უნდა შეხვდეს, თუმცა ეს ასე არ არის.

“საქართველო აღმოჩნდა ღარიბთა ქვეყნების სიაში, ეს სიტყვა ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს ასეა. ამიტომ ვაქცინას მიიღებს ჯერ დიდი ქვეყნები და ჩვენ ნამცეცებს მივიღებთ. ვაქცინაცია გადასარევია, მაგრამ თავს ნუ ვიტყუებთ, მთავარია ვაქცინა საქართველში ყველა დაცვის წესით ჩამოიტანონ და არ გაუფუჭდეთ. მე ხომ გითხარით, რომ დაგაბოლებენ, ხოდა ბოლი წამოვიდა, – არა კარგია, რომ ვაქცინა ჩამოვა, კარგი ვისწავლით, სისტემებს დავალაგებთ ქვეყანაში, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის… გამოსავალი არის მაშინ, როცა ქვეყანა მთლიანად მომზადებული შეხვდება ამ პროცეს და სამწუხაროდ ეს ასე არ არის.

ყველას უნდა უხაროდეს, რომ რა კარგია ვაქცინაცია იწყება, მაგრამ ვაქცინაცია არის როდესაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა იქნება ვაქცინირებული ეს ათი ან ოცდაათიათასი ადამიანის აცრა ვაქცინით ეს არაფერი არ არის. ეს არის ზღვაში წვეთი. მოდი მაინც ასე ვთქვათ რომ ჩვენ დავიწყეთ პროცესი და მე იმედი მაქვს, რომ ველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს ასევე რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ისე დალაგდება როგორც უნდა იყოს, მაგრამ პრობლემა ის არის რომ დალაგება არავის არ უნდა.

მე ასევე იმედი მაქვს რომ მოქალაქეები სამედიცინო პირბადის გამოყენებას და სოციალური დისტანციის დაცვას გააგრძელებს, ეს არის ჩემი უდიდესი თხოვნა.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეო მიმართვაში.

იხ: ვიდეო:

 

იტვირთბა....