დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციაა. როგორც მან აღნიშნა, თუ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების 70% აიცრება, მაშინ პანდემია დასრულდება.
“ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემიადამთავრდა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისათვის, ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და აღნიშნა, რომ იანვარში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა.