ახალი ამბები მთავარი სამართალი

სენაკში კაცმა სანადირო თოფით 4 ადამიანი დაჭრა – შსს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 1964 წელს დაბადებულმა კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფით, 4 ადამიანი დაჭრა.  – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში 4 პირის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

იტვირთბა....