პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურის მხრიდან გამოძიების ეტაპზე, არასდროს ყოფილა მხოლოდ ერთი რუკის და ერთი კარტოგრაფიული დოკუმენტის საფუძველზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ. მისივე თქმით, ყოველთვის ხდებოდა კარტოგრაფიული დოკუმენტის არაერთი რუკის გაანალიზება და ერთობლიობაში მათი მხედველობაში მიღებაამის შესახებ პროკურორმა პირველ არხს განუცხადა.
„აბსოლუტურად ყველა რუკა, მათ შორის ერთი 200-ათასიანი, არამხოლოდ სწორად ასახავს 1938 წლის მდგომარეობას, არამედ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიასთან მიმართებით, სრულ თანხვედრაში მოდის 1996 წელს თავად ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიერ შედგენილ რუკის ალბომებთან. ამიტომ ამ ეტაპზე ამ რუკების ანალიზი ცხადყოფს, რომ უსაფუძვლოა ბრალდებულის პოზიცია, თითქოსდა, რომელიმე დოკუმენტთან მიმართებით იყო რაიმე პრობლემა რელევანტურობის თვალსაზრისით“, – განაცხადა პროკურორმა.