“ვისი სისხლია ქრისტეს სისხლზე უფრო მეტი? სადაა ტაძარი სადაც ის ქადაგებდა? სადაა სახლი, სადაც ის ცხოვრობდა? სადაა გოლგოთა, სადაც ის ჯვარს ეცვა? ან სადაა ქრისტეს სხეული? დაფიქრებულხართ, რომ მისი ტაძარი აღარ არსებობს, აღარც მისი სახლია, გოლგოთაც და მისი ქალაქიც არაქრისტიანებს ეკუთვნით, ხოლო მისი სხეული ზეცაშია. ასე ასწავლიდა უფალი, იესო ქრისტე სამარიაში და ასე გვასწავლის ჩვენც: მოვა დრო, როცა არცერთ ადგილზე აღარ იქნება მიჯაჭვული უფლის თაყვანისცემა, არამედ მოვიდა უკვე დრო, როცა ნამდვილი მორწმუნენი სულით და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ ღმერთს თაყვანს (ინ. 4, 21-24). ამიტომ, თუ სარწმუნოებაზე საუბრობთ, ნუღარ დასდევთ მიწებს, საზღვრებს, შენობებს, ნანგრევებს და ა.შ.”
დეკანოზი თამაზ ლომიძე – მიუნხენის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის
დეკანოზი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც ე.წ. არტოგრაფების საქმეზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.