ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზუგდიდში 10 წლის გოგო გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში იყო მოყოლილი

ზუგდიდში მაშველებმა 10 წლის გოგო გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში მოყოლილი იყო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანი  კლინიკაში გადაიყვანეს და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება”. – წერია განცხადებაში.

იტვირთბა....