ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შეზღუდვების მოხსნა რისკისა და სარგებლის შედარების პრინციპით მოხდება!” – თენგიზ ცერცვაძე

“შეზღუდვების მოხსნა რისკისა და სარგებლის შედარების პრინციპით მოხდება,” – ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ცერცვაძემ გადაცემაში აღნიშნა, მას ძალიან კარგად ესმის მოსახლეობის პრობლემები და მათი პროტესტი, რომელიც ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

“ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის პრობლემები, მათი პროტესტიც, ეკონომიკის სიძნელეებიც, ის რომ თითოეული მოსახლის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა მაგრამ ყველა სიტუაციაში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ რისკის და სარგებლის პრინციპით, თითოეული შეზღუდვის მოხსნით რას მივიღებთ მეტს – სარგებელს მოსახლეობისათვის თავისუფლების, ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით, თუ რისკს ინფიცირების ახალი შემთხვევების მატების, რომელიც გადაფარავს შემდეგ ამ ეკონომიკურ სარგებელს,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი თებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....