ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რეალობა ისაა, რომ ივერისა და ნატალიას პროცესმა აზერბაიჯანთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტის საკითხს დაგვაშორა”- სერგი კაპანაძე

პარტია ” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე გირაოს სანაცვლოდ ე.წ. კარტოგრაფების გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ  ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესმა ქვეყანა აზერბაიჯანთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტის საკითხს დააშორა.

როგორც კაპანაძე წერს, ის ტერიტორიები, რაც ისტორიულად ჩვენია, თუ გვსურს, რომ იურიდიულადაც ჩვენი იყოს, სჭიროა, ქვეყანა მოლაპარაკებებში იყოს აზერბაიჯანთან.

“ანგაჟირებულობა და უცოდინრობა, ფაქტების არდანახვა და პროპაგანდისტული სიბრმავე მოედინება გუშინ საღამოს შემდეგ ქოცებისგან. პარლამენტარებით დაწყებული, რიგითი კოორდინატორებით დამთავრებული.

ამ დროს ივერიმ მარტივი რამ თქვა, რისი გაგებაც ელემენტარულ საღ აზრს საჭიროებს: ის ტერიტორიები, რაც ისტორიულად ჩვენია, თუ გვსურს, რომ იურიდიულადაც ჩვენი იყოს, გულზე მჯიღი კი არ უნდა ვირტყათ და ჩემია ჩემია ვიძახოთ, მოლაპარაკებებში უნდა ვიყოთ აზერბაიჯანთან, როგორც მეგობარ ქვეყანასთან და უნდა დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, სადაც დოკუმენტურად მტკიცდება, ხოლო სადაც არ მტკიცდება, უნდა გავცვალოთ სხვა ტერიტორიაში. იძახეთ ახლა “გარეჯი საქართველოა” და ახეთქეთ სადღეგრძელოები.

რეალობა კი ისაა, რომ როგორც არასდროს ისე დაგვაშორა ივერისა და ნატალიას პროცესმა აზერბაიჯანთან სასაზღვრო დავების გადაწყვეტის საკითხს,”- აცხადებს სერგი კაპანაძე.

ცნობისთვის, 28 იანვარს მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა.

დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს, სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.

იტვირთბა....