ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქმე რომ დასრულდება, გაირკვევა”- ივერი მელაშვილი დავით გარეჯის საქმეზე

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გათავისუფლებული ივერი მელაშვილის განცხადებით, კადრებში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრაა ასახული და მისი შინაარსის გასაჯაროვება დაუშვებელია. ამის შესახებ  ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე გათავისუფლებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც მელაშვილმა განაცხადა, ამ საქმეზე ბრალი არავის მიუღძვის და რომელიმე პირის დადანაშაულება სრულიად უსაფუძვლო იქნება.

მელაშვილი მიიჩნევს, რომ  ყველაფერი დროებითია. საქმე რომ დასრულდება და გაირკვევა.

„ყველამ კარგად უნდა იცოდეს, საკითხი ეხება სამუშაო შეხვედრას ანუ კომისიის თავმჯომარეს მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ხვდება. ამ თემაზე მსჯელობა არ შეიძლება იყოს გასაჯაროებული.

ეს არის სამუშაო საუბარი. იქ გოგი მანჯგალაძეზეც რომ არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა. სამუშაო შეხვედრის დროს, როგორც ადრე და მომავალშიც ასე იქნება, უამრავი საკითხის განხილვა ხდება, ზოგზე არსებობს აზრთა ჭიდილი და ზოგზე კიდევ ვხედავთ, რომ ნათელია ყველაფერი. ეს რიგითი ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ვსაუბროდით, რაც არ იცოდა კაცმა, იმაში დარწმუნდა, რაშიც დავრწმუნდით – იმაზე დაიდო. რაზეც მოეწერა ხელი, ის არის შედეგი. ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის ის, იოტის ოდენა გადახრაც არ არის. არც გოგი მანჯგალაძის დადანაშაულება შეიძლება, იმიტომ, რომ ეს არის მსჯელობის ნაყოფი სამუშაო ვითარებაში, არც ბადრი ბიწაძის დადანაშაულება არ შეიძლება და არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება.

ნამდვილად არ ვთვლი გადაწყვეტილებას სამართლიანად, დღეს სასამართლოზეც განვაცხადე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დროებითია. საქმე რომ დასრულდება, გაირკვევა,“- განაცხადა ივერი მელაშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ 20 -20 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. სასამართლოს დარბაზიდან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების კადრები ვრცელდება.

იტვირთბა....