ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრანსპორტის აღდგენა, ბაზრობების გახსნა და ვაქცინაცია – ამ მოთხოვნებით ქუთაისში აქცია გაიმართა

ქუთაისში აქცია გაიმართა, სადაც ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ბაზრობების დაუყონებლივ გახსნა და მოსახლეობის ვაქცინაცია მოითხოვეს.

როგორც სავაჭრო ცენტრის და ბაზრობის თანამშრომლები აცხადებენ, ტრანსპორტის გაჩერებამ მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია.

მათივე თქმით, ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებში კი ათასობით ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ხელისუფლებამ ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაწირა.

ცნობისთვის,  მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე  შეზღუდვები პირველი თებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში  განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

იტვირთბა....