პოლიციამ “ნიკორას” თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ი.ვ.
.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორასთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა.
დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.