დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებელი უმჯობესდება და ბოლო პერიოდში დადებითი დინამიკა სეინიშნება.
როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, ამ ეტაპზე ჩატარებული ტესტებიდან დადებითობის მაჩვენებელი 8,5%-ია, როცა დეკემბრის დასაწყისში ეს რიცხვი, დაახლოებით 25%-30% იყო.
„ზოგადად, ქვეყანაში, ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება ბოლო თვის განმავლობაში. დადებითობის მაჩვენებელი, იანვრის განმავლობაში, გვაქვს 8.5 %, როდესაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი, დაახლოებით, იყო 25-30 და იყო დღეები, როდესაც 35 პროცენტზეც ავედით,”- განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძე ამბობს, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი სწორედ მრავალი ინდიკატორის ერთობლივად გაანალიზების შედეგად მიიღება.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციდან გამომდინარე შეზღუდვები პირველი ტებერვლიდან აღარ გაუქმდებადა ისინი ეტაპობრივად მოიხსნება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა პირველი მარტიდან იგეგმება. პირველი მარტიდან დაიწყება სწავლაც. ხოლო, პირველი თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.