ახალი ამბები მთავარი სამართალი

პოლიციამ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

პოლიციამ ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა, რომელსაც ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინსპექტორ-გამომძიებელის დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....