ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ”- ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთდროულად გაიხსნას, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამის შესახებ მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, შეზღუდვების მოხსნა დაკვირვებისა და მონიტორინგის შედეგად ხდება, რადგან ამან ადამიანების ჯანმრთელობას რისკი არ მიაყენოს.

“რა თქმა უნდა, გვინდა ვიყოთ მაქსიმალისტები, ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ, რადგან ფრთხილი ნაბიჯები არის გარანტია, რომ ერთი თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა. შეხვედრა საკმაოდ კონსტრუქციული იყო. ვისაუბრეთ, რა რეჟიმში გაიხსნებიან. ალბათ ჩვენი მხრიდანაც იქნება დახმარება, რომ გასახდელების და საქონლის უკან დაბრუნების შეზღუდული რეჟიმი უფრო შემსუბუქდება, მაგრამ ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა და შემდეგ ყველანი ერთად დავაკვირდებით დადებითობის მაჩვენებელს”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ პირველი ტებერვლიდან სავაჭრო ცენტრების გახსნა წინასაახალწლო დღეებში დავაკვირვების შედეგად გადაწყდა.

 

იტვირთბა....