ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელსი ყარაბაღის საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, დროა, ამ მიმართულებით სერიოზული დისკუსია გაიხსნას.
ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა რეგიონალური ეკონომიკური სისტემების განვითარების თვალსაზრისით უზარმაზარ შესაძლებლობებს აჩენს, ეს საქართველოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
“ალბათ, უკვე დროა სერიოზული დისკუსია გაიხსნას ე.წ. “ექვსთა პლატფორმის” თაობაზე, რადგან სრულიად აშკარაა, რომ ძირითადი მოთამაშეები აქტიურ მოქმედებებზე გადავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა უზარმაზარ შესაძლებლობებს აჩენს რეგიონალური ეკონომიკური სისტემების განვითარების თვალსაზრისით, შექმნილი მოცემულობა საქართველოსთვის დაკავშირებულია სერიოზულ საფრთხეებთან.
ერთის მხრივ, თითქოს წარმოუდგენელია რუსეთთან ერთად ჩვენი მოაზრება რაიმე ტიპის სისტემაში, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ, ვერ გამოვრიცხავთ 1783 წლის სცენარის განმეორებას…
ბიძინამაც ხელები დაიბანა…”- წერს გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანამხადაც, 10 ნოემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.
მოწერილი შეთანხმებით, რუსეთი არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 2 000-მდე სამხედრო შეიყვანა, სომხეთმა კი შეიარაღებული ძალების დანაყოფები გამოიყვანა.