ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ე.წ. მესამე ქვეყნებში ევროპაში წარმოებული კოვიდვაქცინის ექსპორტი მკაცრდება

ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მაღალი მოთხოვნის გამო გეგმავს,  ე.წ. მესამე ქვეყნებში ევროპაში წარმოებული კოვიდვაქცინის ექსპორტი გაამკაცროს.

გასულ კვირას კომპანია “ასტრაზენეკამ” ევროკავშირს განუცხადა, რომ წარმოების პრობლემის გამო, წევრ ქვეყნებს გამიზნულზე და შეთანხმებულზე ნაკლებს მიაწვდიდა.

ამ საკითხე Twitter-ზე  პოსტი გაავრცელა ჯანდაცვის კომისარმა სტელა კირიაკიდსმა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მიმართავს ყველა ზომას მისი მოქალაქეების დასაცავად.

კირიაკიდსმა დაწერა, რომ ვაქცინის შემქმნელებს აქვთ საზოგადოებრივი და კონტრაქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა დაიცვან.

კირიაკიდსი ამბობს, რომ ევროკავშირმა მოითხოვა ვაქცინის მიწოდების დეტალური გეგმა.

მანვე განაცხადა, რომ მომავალში კოვიდვაქცინის მწარმოებელმა ყველა კომპანიამ ევროკავშირში, მხოლოდ ადრეული შეტყობინების საფუძველზე უნდა გაიტანონ ვაქცინა ე.წ. მესამე ქვეყნებში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ბაზარზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული სამი ვაქცინა ლიდერობს. ესენია “მოდერნას”, “ფაიზერისა’ და “ასტრაზენეკას” მიერ შექმნილი კოვიდვაქცინები.

იტვირთბა....