მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსით უკვე მეორედ დაინცირდა. მისივე თქმით, იანვარში, როდესაც საქართველოდან გაემგზავრა, კოვიდზე რამდენიმე ტესტი გაიკეთა და ყოველ ჯერზე პასუხი ნეგატიური იყო, თუმცა ბოლო ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
„ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვარ. დღეს კოვიდ-19-ის ტესტის დადებითი პასუხი უკვე მეორედ მივიღე, რაც ეს ჯოჯოხეთი დაიწყო, აღარ შემიძლია.
შაბათს დავკარგე ყნოსვის და გემოს შეგრძნება. დილით როცა გავიღვიძე თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას გადავედი იზოლაციაში, გავიკეთე ტესტი და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ძლიან ვდარდობ, თუ ჩემი ძვრიფასი კოლეგები დავაინფიცირე. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, არის ის, რომ ჩემ მეუღლეს ვირუსი არც ამჯერად დაუდასტურდა. ის არც პირველ ჯერზე დაინფიცირდა. მას არასოდეს ჰქონია კორონავირუსი. ამიტომ, ვფიქრობ, იქნებ არ ვარ გადამდები“, – წერს მომღერალი.