ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოქალაქის მორალური უფლებაა გაზულუქებული ჩინოვნიკი მოათავსოს ნაგვის ურნაში”- არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გაზმარდია სოციალურ ქსელში ბათუმში საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმიანება, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ურნიდან ნაგავი დააყარეს.

როგორც არჩილ გამზარდია წერს,  მოქალაქეების მორალური უფლებაა, პროტესტის გამოხატვის ნებისმიერ ფორმას მიმართონ.

“მოქალაქის მორალური უფლებაა გაზულუქებული ჩინოვნიკი მოათავსოს ნაგვის ურნაში.
ეს უფლება ვრცელდება მხოლოდ ჩინოვნიკებთან მიმართებაში და არავითარ შემთხვევაში სხვებზე.
ეს არის ძალაუფლებაში გარყვნილთათვის მიმართული.

წინა ხელისუფლებაშიც ბევრი იყო მოსათავსებელი ნაგვის ყუთში, ახლა კიდევ უფრო მეტია მოსათავსებელი ნაგვის ურნაში.

როდესაც იარსებებს უკეთესი ხელისუფლება, მოქალაქის თვითგამოხატვასაც მეტ მოთხოვნას წავუყენებ, მაგრამ არსებული ხელისუფლების პირობებში – ვერ!

და დამიჯერეთ, ხელისუფლების ამორალობასა და სისასტიკის ფონზე, მოქალაქისგან მსგავსი აქტი ზეჰუმანურია,”- წერს არჩილ გამზარდია.

შეგახსენებთ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აქტივისტები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ დააკავა ირაკლი ფანგანი და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....