ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ამირხანაშვილს არაფერი დაუნახავს, განსაკუთრებით შაქარაშვილის მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით”- ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, საქმის ე.წ. ოწროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი მკვლელობის თვითმხილველი არ არის და ის აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, ვინაიდან მას არაფერი დაუნახავს.

როგორც ნემსიწვერიძემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განმარტა,  გური ამირხანაშვილმა რამდენჯერმე მიუთითა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე და მისი ჩვენებები გამოძიებისთვის არასანდოა.

„რა ლოგიკას ეფუძნება ბრალდების მხარე არ ვიცი, როცა საუბრობს, რომ გურამ ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმეა. გურამ ამირხანაშვილს არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგონია, განსაკუთრებით, მკვლელობის ეპიზოდთან დაკავშირებით. საინტერესოა, როგორ შეიძლება ის პირდაპირი მოწმე იყოს, თუმცა, ვნახავთ, რა ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს და ამის შემდეგ შევძლებთ მსჯელობას. იქიდან გამომდინარე, რომ მან გამიკითხვისას რამდენჯერმე მიუთითა ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე, მისი ჩვენება ჩვენი შეფასებით, სასამართლოსთვის ნაკლებად სანდო უნდა იყოს”,- განაცხადა ნემსიწვერიძემ.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე საქმის “ოქროს მოწმე”, გარდაცვლილის ახლო მეგობარი გური ამირხანაშვილი იკითხება.

გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე ე.წ. ოქროს მოწმემ, გური ამირხანაშვილმა სხვადასხვა შინაარსის ჩვენება მისცა. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლომ მისი ჩვენებები მტკიცებულების სახით არ უნდა მიიღოს. ამირნახაშვილს ამ დრომდე გამოძიებისთვის 5 ჩვენება აქვს მიცემული.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის აქმეზე თავდაპირველად დააკავეს 17 პირი. მათგან სამი ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 11 იანვარს გათავისუფლდა. საქმეზე პროკურატურამ 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

 

 

იტვირთბა....