„ევროპული საქართველო“ დღეს, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივების წინააღმდეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესამსახური ავრცელებს.
„ჩვენთვის მიუღებელია ის არაპროპორციული შეზღუდვები, რომლებიც მთავრობას აქვს დაწესებული პანდემიასთან ბრძოლის მოტივით. მაშინ, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, გამოსავალი ერთიანი სახალხო პროტესტია,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“-ს ორგანიზებით დღეს აქცია გაიმართება. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 14:00 საათზე დაიწყება. აქციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები უერთდებიან.