მთავარი ციტატა

“ტურებივით დაესევა ხუთი ადამიანი ორ კაცს, უკნიდან მიპარვით ამხობენ თავზე ურნას და აღტაცებით ყვირიან!” – ანა დოლიძე ბათუმის ინციდენტზე

“ნაგვის ურნის თავზე დამხობა არც პროტესტის ფორმაა, არც წინააღმდეგობის და არც კონფლიქტის. თანაც კადრებში კიდევ უფრო შემზარავად ჩანს: ტურებივით დაესევა 5 და მეტი ადამიანი ორ კაცს, უკნიდან მიპარვით ამხობენ თავზე ურნას და აღტაცებით ყვირიან. შემზარავი სანახავია ეს მზაკვრობა.”

ანა დოლიძე –  მოძრაობის ”ხალხისთვის” თავმჯდომარე

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

ანა დოლიძე აღნიშნული პოსტით გუშინ, ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციის მონაწილეებმა ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.

იტვირთბა....