“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია წინა ხელისუფლებისა და მისი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე დაიბარეს, – ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“მე მარტო დილის 7 საათზე მცალია. ასე გვიან ვერ მოვალ…
ბატონო ნიკა,
ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პატივისცემით,
საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი
ნინო ჭიპაშვილი” – დაწერა გვარამიამ.
ცნობისთვის, კომისიაზე ასევე დაიბარეს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ჯაფარიძეც. ჯაფარიძე 4 აპრილის სხდომაზეა დაბარებული.