ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში, კორონავირუსისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან  დღემდე ვირუსს  3 055 პირი ემსხვერპლა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით კი გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირებისგან 1 456 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 242 085-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ქვეყანაში, კორონავირუსის  546 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....