ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენი ადამიანის სამყოფი ვაქცინის დოზა შემოვა პირველ ეტაპზე საქართველოში – გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 29 იანვარს გაირკვევა, პირველ ეტაპზე “ფაიზერის” რა რაოდენობას მიიღებს საქართველო.

როგორც გამყრელიძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, ვაქცინის მისაღებად რამდენიმე პირობა აქვს “კოვაქსის” პლატფორმას, რასაც საქართველო აკმაყოფილებს.

“29 იანვარს გადაწყდება ჩვენ პირველ ეტაპზე მივიღებთ თუ არა ძალიან ლიმიტირებულ რაოდენობას Pfizer-ის ვაქცინის. განვითარებად ქვეყნებს, რომლებშიც ჩვენ შევდივართ, დაახლოებით 40 მილიონი დოზა Pfizer-მა მისცა სამედიცინო პერსონალის ასაცრელად. სახელმწიფოს მომართა COVAX პლატფორმამ, რამოდენიმე პირობა იყო იქ დასაკმაყოფილებელი. ამ პირობებს ჩვენ ვაკმაყოფილებთ. 29-ში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ევროპის ყველა ქვეყანას ვერ აძლევენ და აქედან შეარჩევენ იმის მიხედვით, თუ ვინ აკმაყოფილებს,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. გეგმა 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....